ახალი ამბები
ქვემო ჭალიდან საკორინთლო-ახალშენამდე 2,7 კმ სიგრძის ასფალტი დაიგება
საქართვლოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ახალი ასფალტი დაიგება. ამის თაობაზე, 1,8 მლნ ლარი გამოიყო. გზის სიგრძე 2,7 კმ-ია.

ეს თანხა კასპის მერიამ უკვე მიიღო, რომელიც სამუშაოების ხარისხზე იქნება პასუხისმგებელი. სამუშაოები ზაფხულში დაიწყება და 3 თვეს გასტანს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გზის მონაკვეთი იწყება ქვემო ჭალიდან, გადის საკორინთლოს და აღწევს ახალშენს.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთს, რომელსაც კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი და გაჩენილია ორმოები.

არსებულ გზაზე არ არის შესრულებული როგორც გრძივი, ასევე განივი წყალმოცილება, სანიაღვრე სისტემა ძირითადად მოუწყობელია, წვიმიან ამინდებში ორმოები იფარება წყლით და სახიფათოს ქმნის გადაადგილებას.

საკორინთლოს გზის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ადგილობრივი მოსახლეობა გზის გაკეთებას დიდი ითხოვდა. ამჟამინდელი პროექტით, სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები