ახალი ამბები
უფლისციხეში ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა
2018 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, უფლისციხეში, ვიზიტორების რაოდენობა, 54 064-ს მიაღწია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირებულა ზამთრის სეზონზე, რის მაგალითად გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემები ცხადყოფს.

მაგალითად, 2017 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, უფლისციხეს 42 016 ვიზიტორი ეწვია, რაც 12 ათასით ნაკლებია წლევანდელ, ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.


2017 და 2018

იანვარი           4961      6450
თებერვალი     4526      6250
მარტი           14708    19464
აპრილი        17 821    21900

სულ: 42 016    54064

რაც შეეხება 2016 წელს, იმ პერიოდის მონაცემების მიხედვით, უფლისციხეში I-VI თვეში 43 348 ვიზიტორი იყო.




2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერონული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის ახალი ბილეთები დაბეჭდა.

ყველაზე მეტი ბილეთი უფლისციხისთვის დამზადდა - სულ 281 000 ბილეთი. აქედან, 7-ლარიანი ბილეთის რაოდენობა - 250 000 ცალი; 1-ლარიანი ბილეთის რაოდენობა 30 ათასი იქნება, ხოლო 1000 ბილეთი - გიდის მომსახურებისთვის.

რაოდენობის მიხედვით, შემდეგ მოდის ვარძია, სულ 112 500 ბილეთი. აქედან, 100 ათასი ცალი არის 7-ლარიანი, ხოლო 10 ათასი ცალი - 1-ლარიანი. აქ 2500 ბილეთი იქნება გათვალისწინებული გიდებისთვის. გიდების მომსახურების ფასი განსაზღვრული არაა.

,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების - მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის ბილეთები იბეჭდება დამთვალიერებელთა დაშვების დამადასტურებელი საბუთის უზრუნველყოფის, შემოსული თანხების აღრიცხვიანობის, შესაბამისი სტატისტიკის წარმოებისა და სამომავლო მიზნების უკეთ განსაზღვრის მიზნით.“ - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

უფლისციხეში, მაგალითად, 2017 წლის პირველ 6 თვეში ვიზიტორების რაოდენობამ 123 272 შეადგინა. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები