ახალი ამბები
გორის პროფილაქტიკიდან ავტონაწილების მოპარვა სცადეს
გორთან ახლოს დებარე პროფილაქტიკიდან ავტონაწილების მოპარვა სცადეს.

ამის შესახებ მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა აცნობა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბრალდებულებს ტრაქტორის ნაწილები მიჰქონდათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11/177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დაკავება სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე დაკავებული ახალგაზრდაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები