დაახლოებით 10 დღის წინ ახალი ასფალტის დასაგებად მიწა მოასწორეს. მიწის ქვეშ საკაბელო კომუნიკაციებისთვის დიდი სივრცეა დატოვებული.
ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს ერთ-ერთმა მუშამ აღნიშნულის თაობაზე აცნობა. ირმა მთიულიშვილმა კი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. 15 ნოემბერს დილით იოსების ქუჩაზე მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი დავით ბზიშვილი და საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი მივიდნენ.
,,ლეკვები უკვე 10 დღის იქნებიან. დაველოდებით კიდევ. სავარაუდოდ მალე დაიწყებენ სიარულს და გამოვლენ. მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ შიგნით ლეკვებია, ყურადღებით ვართ. მიწის გადათხრა ვერ ხერხდება; კაბელებია გაყვანილი და სამშველო სამსახური ვერ შეძლებს მათ გამოყვანას" - გვითხრა სამშენებლო კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელმა.
იოსებიძის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები გრძელდება. თხრილის ადგილზე კი ტროტუარის გაკეთება დროებით შეჩერდა. ,,იმედიც მქონდა, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ასე მოიქცეოდნენ." - ამბობს თამარ თედლიაშვილი.
,,ქუჩების კუთხეში ადგილს თუ დატოვებენ ცარიელ მდგომარეობაში, მაშინ ნერგს დავრგავთ" - აღნიშნა ირმა მთიულიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები