ახალი ამბები
19 მაისს შიდა ქართლის მუზეუმებში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

აქციას „ღამე მუზეუმში“ - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

უფლისციხის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
მისამარათი: გორი, სოფელი ქვახვრელი

19:00 - უნიკალურ ფოტო და დოკუმენტურ მასალაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორიისა და
კულტურის გამოფენა - „კულტურის პოლიტიკა 1918-1921 “
20:00 - თვითნასწავლი მხატვრის, რეზო მექვაბიშვილის, ნამუშევრების გამოფენა
21:00 - თეატრალიზებული საღამო ისტორიულ-პატრიოტულ თემაზ - გორის გ.ერისთავის სახელობის
დრამატული თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ქართულ ტრადიციულ ყოფა-ცხოვრებას და
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებს
11:00 - 01:00 - პოეზიის საღამო კოცონთან მუსიკის თანხლებით
01:00 - ფოიერვერკი


ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
მისამარათი: გორი, იოსებ სტალინის გამზირი N32

21:15 - შშმ პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა; მოდების ჩვენება, საჯარო სკოლების
მოსაწავლეებისა და დევნილთა ჩასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელების
მონაწილეობით
22:00 - გორელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა
22:30 - „შავფაროსნების“ საჩვენებელი სანახაობა
23:00 - ცოცხალი მუსიკა, სამუსიკო კოლეჯის და გორისა საჯარო სკოლების მოსწავლე-
ახალგაზრდობის მონაწილეობით
00:00 - პოეზიის საღამო, მეჯლისი
01:00 - სადღესასწაულო ფოიერვერკი
02:00 - კოსტუმირებული წარმოდგენა


სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი
მისამართი: გორი, კირიონ II - ის ქ. N12

14:00 - მუზუემის 36-ე სამეცნიერო სესია
16:00 - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა -
„ნანატრი დამოუკიდებლობა“
21:00 - წარმოდგენა - „გორი მულტიკულტურული ქალაქი“
• პროექცია მუზუემის კედელზე - ძველი გორის ხედები, საქართველოს პირველი რესპუბლიკის
100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
მისამარათი: გორი, სოფელი ვარიანი
19:00 - ღონისძიება „წარსული ღამეში“


ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზუემი
მისამარათი: ქარელი, ალ. ყაზბეგის ქ. N86

11:00 - 01:00
16:00 - კონცერტი - ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“
17:00 - ნორჩი მხატვრების ნახატების გამოფენა - ,,შენი თვალით დანახული საქართველო“
17:30 - ვიქტორინა ისტროიაში, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით
18:00 - პოეზიის საღამო


ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამარათი: ხაშური, მ. კოსტავას ქ. N2

17:00 - 01:00
• გამოფენა - ,,პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ხაშურის რაიონი“
• ექსკურსიები საათში ერთხელ
• საგანმანათლებლო პროგრამა - ,,მოსწავლე-გიდი“
• კლასიკური მუსიკის კონცერტი


კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: კასპი, გ. სააკაძის ქ. N88

18:00 - 01:00
16:00 - საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა
16:30 - ქართული ხალხური მუსიკა და ქართული საგალობლები ფოკლორული ანსამბლის,
„ქართლი“, შესრულებით
17:00 - ხატია ხორგუაშვილის მოხსენება და დისკუსია თემაზე - „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები -
ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“
20:00 - კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების თეატრალიზებული წარმოდგენა
მუზეუმის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ
21:00 - დოკუმენტრი ფილმის ჩვენება - „კასპის მუნიციპალიტეტი“


ლამისყანის ჯამბაკურ - ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი
მისამართი: კასპი, სოფელი ლამისყანა

16:00 - ლამისყანის კომპლექსის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა
20:00 - დისკუსია - „საქართველო 1918-1921 წლებში“
21:00 - პავლე ქართველიშვილის მოგონებების მიმოხილვა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ 22:00 - ლიტერატურული საათი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა პროზასა და პოეზიაში“
23:00 - 01:00 - მუსიკალრი კომპოზიცია


ხოვლეს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
მისამართი: კასპი, სოფელი ხოვლე

16:00 - პრეზენტაცია - „პროექტის მნიშვნელობა და მისი არსი“
17:00 - სოფლის ისტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა
18:00 - დოკუმენტური ფილმი ჩვენება „იავნე ჯავახიშვილი და სოფელი ხოვლე“
19:00 - პოეზიის საღამო და ელგუჯა მერებაშვილის პოემის მიხედვით მომზადებული ვიდეო რგოლი:
„გუთნის დედა“
20:00 - 01:00 - თეატრალიზებული წარმოდგენა „ლხინი საჯავახოში“
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი
მისამართი: კასპი, სოფელი სასირეთი
16:00 - პოეზიის საღამო
18:00 - საჯარო ლექცია - „გიორგი მაზნიაშვილი და საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკა“
21:00 - დიკუსია თემაზე - „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები - ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა

კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი
მისამართი: კასპი, სოფელი კავთისხევი

16:00 - 01:00
• სემინარი „ომარ კელაპტრიშვილი მსოფლიოს გულთამპყრობელი“
• საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო - „კასპი
და დამოუკიდებლი საქართველოსთვის მებრძოლნი“
• ქართული ხალხური მუსიკა
Print

სტატიის გამოყენების პირობები