ახალი ამბები
გორში 17 მაისს ,,ქუჩის მუსიკოსების" კონცერტი გაიმართება
გორის მერიის ახალგაზრდობისა და ტურიზმის სააგენტოს ბიუჯეტიდან 12 500 ლარი ,,ქუჩის მუსიკოსებისთვის" გამოიყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურის სააგენტოდან აცნობეს.

11 მაისს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, 12 500 ლარი მომღერლებს ერთდღიანი კონცერტისთვის აუნაზღაურდებათ, რომელიც 17 მაისს გორში გაიმართება.

კულტურის სააგენტოს უფროსის გიორგი ნადიბაიძის ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ ,,ქუჩის მუსიკოსების" კონცერტი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღის აღნიშვნას მიეძღვნება.

,,ახალგაზრდობისა და ტურიზმის სააგენტოს მიაჩნია რომ ამ მოკლე დროში არარეალურია ბაზარზე გაჩნდეს რეალური ალტერნატივა" - აღნიშნავს ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავი გიორგი ნადიბაიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები