ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფელ ქვემო ხვითთან ასფალტი დაიგება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ხვითთან დაახლოებით 1 კმ სიგრძის გზაზე ახალი ასფალტბეტონის საფარი მოეწყობა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები ზაფხულში განხორციელდება, დაიწყება რკინიგზის გადასასვლელიდან და დამთავრდება სოფლის ცენტრამდე.

სამუშაოებისთვის 682 500 ლარია გათვალისწინებული. საპროექტო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 20 წელზე წელზე მეტია არ ჩატარებია და წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას.

,, ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი და გაჩენილი ორმოები არსებულ გზაზე არ არის შესრულებული როგორც გრძივი, ასევე განივი წყალმოცილება, სანიაღვრე სისტემა ძირითადად მოუწყობელია, წვიმიან ამინდებში არსებული ორმოები იფარება წყლით და სახიფათოს ქმნის გადაადგილებას.“ - აღნიშნულია საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილ დასკვნაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები