ახალი ამბები
გორში სტალინის სახელის მატარებელი რესტორანი ,,Joseph"-ი გახსნისთვის ემზადება
საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის სახელის საპატივსაცემოდ აშენებული რესტორანი ,,Josehp" ორ-სამ კვირაში გაიხსნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რესტორნის დირექტორმა განუცხადა.

მისი თქმით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე. პერსონალმა პირველ სართულზე მაგიდები უკვე განალაგა, რაც შეეხება მეორე სართულს, სადაც დიდი დარბაზია, ის მრავალნათურიანი ჭაღებით გაანათეს.

რესტორნის დირექტორი ადასტურებს, რომ ყოფილ სპორტ-კაფეს სახელი, სწორედ, საბჭოთა ბელადის, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის სახელით შეუცვალეს და ამჯერად გათვლილია ტურისტებისთვის. გორის მერიის ტურიზმის განყოფილების სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქალაქ გორს უკვე 60 000-მდე ტურისტი ესტუმრა. მთლიანად მუნიციპალიტეტს კი, - 106 538 ვიზიტორი.

რესტორანი მდებარეობს იმავე იოსებ ჯუღაშვილის - სტალინის გამზირზე, რომლის სახელის შეცვლას ორგანიზაცია ,,მაროს" (საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილისს სახელობის) წევრები ითხოვენ.

მეპატრონემ, ცნობილმა ქართვემა სპორტსმენმა გიორგი კანდელაკმა რესტორან ,,სპორტ-კაფეს" გადაკეთება 2017 წლის ნოემბრიდან დაიწყო.



დიდ დარბაზში ჭაღები დაკიდეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები