ახალი ამბები
გორის მერი სტუდენტებს შეხვდება

 

 

 

 

 

მერის პრესსამსახურის განცხადებით სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები ქალაქის მერისგან მიიღონ.

 

რაც შეეხება  ,,მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების" თაობაზე ინიციატივას, მასში მონაწილეობას სტუდენტებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სთავაზობს. შეხვედრას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძეც დაესწრება.


პროექტი - „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ - გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში - გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში - ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.   

Print

სტატიის გამოყენების პირობები