ახალი ამბები
გორის დეპუტატთან შეხვედრის დროს ახალგაზრდებმა ქართული ტრადიციების დაცვაზე ისაუბრეს
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები პარლამენტარ თენგიზ ხუბულურს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, სპორტსმენებს შორის, რაიონის ჩემპიონატის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

შეხვედრაზე, რომელიც გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, ახალგაზრდებმა ქართული ტრადიციების დაცვის აუცილებობაზეც ისაუბრეს.

,,ქართველი რომ ხარ და საქართველოში ცხოვრობ, შენი ქართველობა უნდა იყოს პირველ ადგილზე. იყოს ქართულ სიმღერები? რატომ უნდა იყოს ინგლისური?; კარგი იქნება ღონისძიებების დროს გაითვალისწინონ ეს. ასევე, კარგი იქნება ქართული ფილმების ჩვენება მოეწყოს თეატრში ან სადმე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქათული ტრადიციები. კი, კარგია ევროპა,, მაგრამ მოდი ნუ გადმოვიტანთ ცუდს." - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

გორის დემოკრატიის სკოლაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები სტუდენტებიც იყოფებოდნენ და პარლამენტართან საუბრისას საკუთარ დასახლებაში არსებული საჭიროებებიც გააცნეს.

კარალეთში მცხოვრებმა ნინო ხარიბეგაშვილმა სოფელში ბიბლიოთეკის არარსებობაზე ისაუბრა. ძევერელმა რევაზ მურალოვმა კი - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების მოწყობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სოფლად მცხოვრები მომავალი თაობის სურვილები ხელისუფლებას ყურადღების მიღმა რჩება და პასიურობასაც სწორედ ეს იწვევს.

შეხვედრაზე დასახელებული ყველა პრობლემა დეპუტატის წარმომადგენლებმა მოინიშნეს და რეაგირებას დაპირდნენ. შეხვედრა ევროპის დღეების ფარგლებში გორის დემოკრატიის კურსდამთავრებულის, მაგული მამუკაშვილის ინიციატივით მოეწყო, რომელიც ამავე დროს დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელიცაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები