ახალი ამბები
გორში მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩებზე ასფალტს დააგებენ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი ასფალტი მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩებზე დაიგება.

ამის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 500 ლარი გამოიყო.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები ივნისში დაიწყება.

ჩოდრიშვილის ქუჩის გზის სიგრძე 140 მ-ია, ხოლო მამარდაშვილის - 967 მ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები