ახალი ამბები
სოფლის და ქალაქის თემის განვითარებისთვის მებრძოლთა შესახებ ფილმი გადაიღეს
ინიციატივა არ ისჯება! – ეს არის ფილმი, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებზე მოგვითხრობს, ვინც საოცარი შემართებითა და თავდადებით იშრომეს იმისათვის, რომ თავისი სოფლის, თავისი ქალაქის თემის განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეექმნათ.

კოსტა ამირაჯიბი, ნოტიო ლოლუა, ილია წინამძღვრიშვილი, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ლავრენტი წულაძე და გურიის ბიბლიოთეკა, ევგენი დვალი, ივანე კოლელიშვილი და გულგულას კომუნა – ეს ისტორიები თვალნათლივ დაგანახებთ, თუ რამხელა პოტენციალი ჰქონდა სოფლის თემის განვითარებას საქართველოში მის გასაბჭოებამდე. ამბები, რომლებსაც, სწორედ გასაბჭოების გამო, ტრაგიკული დასასრული ხვდა წილად, თუმცა, ისტორიას ქვეყნის საუკეთესო მაგალითები შემოუნახა.

ამის მიუხედავად, ინიციატივა არ ისჯება და ის, თითქმის 2 საუკუნის შემდეგ, მცირედ სახეცვლილად, მაგრამ მაინც გაგრძელდა. ახლა უკვე, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, ანა მარგველაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, მაია ბიძინაშვილი, ნანა ბაგალიშვილი, თორნიკე ადამაშვილი და ირაკლი სარდანაშვილი თემის თვითორგანიზების საუკეთესო მაგალითებს ქმნიან.



იხ. ვრცლად
Print

სტატიის გამოყენების პირობები