ახალი ამბები
ტყვიავში ცივი იარაღით 2 მამაკაცი დაჭრეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში 2 მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილთაგან ერთ-ერთი ,,გორმედის", ხოლო მეორე - ჰოსპიტალში მოათავსეს.

,,გორმედის" ცნობით, დაჭრილები ძმები არიან და მათი ასაკი 20-22 წელს აღწევს. სასწრაფო დახმარების მანქანებით, დაშავებულები ტყვიავიდან გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. ფაქტი სოფელში, დღეს საღამოს ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. გამოძიებას გორის შს სამმართველოს ტყვიავის განყოფილების თანამშრომლები აწარმოებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები