ახალი ამბები
მოჭიდავეებმა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
მოჭიდავეებმა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. გორის სპორტული სკოლების გაერთიანებისა და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ამჯერად, დასუფთავების აქცია მეორედ მოაწყეს.

ღონისძიების მოწყობაში სპორტსმენებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი - CENN-ი დაეხმარა.

აქციაში მონაწილეობა სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა მიიღეს. გარემოსდაცვითი ორგანიზაციამ ისინი დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით მოამარაგა.

კამპანია ,,ჩვენი გარემოსათვის‘’ მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში.

კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR IIპროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები