ახალი ამბები
პედაგოგებისა და მშობლებისთვის გენდერის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება
საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ, სკოლა ,,თამარიონში“ მოეწყო. საინფორმაციო შეხვედრა ,,ქალთა ფონდის“ დაფინანსებით და "კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში, მომხსენებლად ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი იყო მიწვეული.

17 მაისის შეხვედრაზე საუბარი იყო გენდერზე, სქესზე და სექსიზმზე. ივნისში შეხვედრები ოჯახში ძალადობასა და ფემიციდზე ჩატარდება.

აგვისტოში, სექტემბერსა და ნოემბერში კი, სატრენინგო კურსები სექსუალურ შევიწროვებას დაეთმობა. პროექტის ბენეფიციარები დევნილი ქალებიც არიან, რომლებთანაც შეხვედრა მომდევნო თვეს იგეგმება. პროექტი ნოემბერში დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები