ახალი ამბები
გორში ის გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომლებიც ავტოსადგურსა და იუსტიციის სახლთან დგანან
დღეს, გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამჯერად ის გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომლებიც ყოფილი აგრარული ბაზრის, იუსტიცის სახლისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან.

გაფრთხილების მიხედვით, ტერიტორიები დახლებისა და მსუბუქი კონსტრუქციებისგან 21 მაისამდე უნდა გათავისუფლდეს.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, გარემოვაჭრეებს ქალაქში არსებულ სხვა ბაზრებსა და ბაზრობებში სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები