ახალი ამბები
ღამით ჩაბნელებული ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის ეზო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის ეზო ღამით ჩაბნელებულია. ულამაზესი ეზო არც იმ დროს გაანათეს, როდესაც საქართველოს მასშტაბით აქცია ,,ღამე მუზეუმში" მიმდინარეობდა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თქმით, განათების სამუშაოები ,,კასპის კეთილმოწყობის" სამსახურის პრეროგატივაა. ორბელიანების სასახლის გალავნის შიგნით საფლავის ქვებია, რომელთა გადალახვა მუზეუმის მნახველს შენობამდე მისაღწევად ჭირდება.

19 მაისს, მუზეუმის ადმინისტრაციის და მოხალისეების ორგანიზებით, აქცია ,,ღამე მუზეუმში" მაინც გაიმართა. მოხალისეებმა, რომლებიც ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, სასახლის აივნიდან ლექსები წარმოსთქვეს. მათი ხმა სასახლის ჩაბნელებულ ეზოში ექოსავით ისმოდა.

ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლეში მოწყობილ აქციაში ,,ღამე მუზეუმში" არ იმყოფებოდნენ კასპის ხელისუფლების წარმომადგენლები. 



ფოტო: სასახლის ეზო დღისით



19 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, შიდა ქართლის მასშტაბით, გაიმართა აქცია ,,ღამე მუზეუმში“. მრავალფეროვანი სანახაობებით უფლისციხის და სტალინის მუზეუმები გამოირჩეოდა.

კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ აქციაში, წელს, სხვადასხვა მუზეუმებიც ჩაერთო. მათ შორის, ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის, სასირეთში - გენერალ მაზნიაშვილის, ლამისყანაში - ჯამბაკურ-ორბელიანების და ა.შ.

იხილეთ სხვა მუზეუმებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიდეომასალები:


,,ღამე შიდა ქართლის მუზეუმებში" VIDEO
Print

სტატიის გამოყენების პირობები