ახალი ამბები
ქარელის სოფელ იმერხევამდე ასფალტს დააგებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევამდე ასფალტს დააგებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, იმერხევამდე არსებულ მისასვლელ გზაზე ასფალტბეტონის საფარი არასდროს ყოფილა.

სამუშაოებისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე გაგრძელდეს, ქარელის მერიამ დაახლოებით 450 000 ლარი გამოყო.

პროექტის მიხედვით, გზის სიგრძე სოფელ ზღუდერიდან იმერხევამდე 5 კმ-ია. სოფელს მთის დასახლების სტატუსი აქვს.

მცირეკომლიან დასახლებამდე ელექტროეენერგიის სადენები 2013 წელს გაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები