ახალი ამბები
ატენსა და წედისში ელენერგია ორი დღეა შეზღუდვებით მიეწოდებათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლების ცნობით, კომპანიის თანამშრომლები ,,ფიდერებს" ამოწმებენ. სარემონტო სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ატენის თემში ნუგზარ მძინარაშვილი ამბობს, რომ ენერგოკომპანიის სპეციალისტებმა გუშინ ატენის ტრანსფორმატორებიც შეამოწმეს.

,,ჯერ კიდევ, გუშინ გაგვაფრთხილეს, რომ იწყებენ ტრანსფორმატორების შემოწმებას. გუშინ ატენს არ მიეწოდება, დღეს კი, წედისს. როგორც აგვიხსნეს, ზამთრის შემდეგ შესაძლოა ტრანსფორმატორები იყოს გასაწმენდიო," - აცხადებს ნუგზარ მძინარაშვილი.

ამავე დროს, გორი-კასპის მონაკვეთზე არსებულ მაღალი ძაბვის ხაზზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზზე სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, მოსახლეობისთვის ელენერგიის შეწყვეტის საჭიროება არ დამდგარა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები