ახალი ამბები
საკავთისხევო ,,კავთობისთვის" ემზადება
3 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ,,თავკვეთობის" (კავთობა) დღესასწაული აღინიშება. დღესასწაული დაკავშირებულია ,,თავკვეთის" უძველეს სამონასტრო კომპლექსთან.

ტრადიციულად, საკავთისხეოში ,,თავკვეთობა" სულთმოფენობის შემდგომ კვირა დღეს აღინიშნება. ეკლესიასთან და სოფელში უამრავი ადამიანი იკრიბება და დღეობა იმართება.

სერგი მაკალათიას ცნობით, სახელწოდება "კავთა" დაკავშირებულია "კვართასთან" (ქრისტეს პერანგი), "კვართობასთან". გადმოცემის მიხედვით, ქრისტეს კვართი, დაფლულია მცხეთაში. კავთისხევიც მცხეთის სვეტიცხოვლის საკუთრება იყო და შესაძლოა, ამ ორ სახელწოდებას შორის საერთო იყოსო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები