ახალი ამბები
გიორგი კანდელაკის რესტორანს ნაცვლად ,,Joseph"-ისა ,,ჟოზეფი" დაარქვეს
2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გორში, ახალი რესტორანი გაიხსნება. ყოფილი სპორტ-კაფეს განახლებულ შენობაზე გუშინ წარწერა - ,,ჟოზეფი" - გაჩნდა.

ცნობილი ქართველო სპორტსმენის, გიორგი კანდელაკის დაკვეთით შედგენილი პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ფასადზე  სარეკლამო წარწერა ,,Joseph" უნდა ყოფილიყო, რაც საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ინგლისურენოვან სახელს გამოხატავდა.

2018 წლის 14 მაისს, გორის საკრებულოს დადგენილებით, მიღებულ იქნა დადგენილება, რომლის მიხედვით, შენობებზე მხოლოდ უცხოურენოვანი წარწერების გაკეთება აიკრძალა.

შესაბამისად, ახალი დადგენილების მიხედვით, ფასადზე ,,Joseph"-ის აღმნიშვნელი ფრაზის წარწერის შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობის სამსახური რეაგირებას მოახდენდა.

იხ. ქვემოთ:

1. ფოტო წარწერით ,,Joseph"



2. ფოტო წარწერით ,,ჟოზეფ" 

Print

სტატიის გამოყენების პირობები