ახალი ამბები
ევროპული გზის პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში მცირე მეწარმეებს შეხვდნენ
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა იმ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლის განვითარება, ევროპული ბაზრის ათვისების კუთხით, რეგიონში მნიშვნელოვანია.

შეხვედრა პროექტის ,,საქართველო ევროპის გზაზე" ფარგლებში გაიმართა. ორგანიზატორები საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ წარმომადგენლებს ხვდებიან, მათ მოსაზრებებს ისმენენ. საბოლოოდ, შემაჯამებელი სახით, მთავრობის წინაშე ანგარიშით წარსდგებიან. ანგარიშის წარდგენა 2018 წლის 12 ივნისსა დაგეგმილი.

შიდა ქართლში გამართული შეხვედრის დროს სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა - მეხილეობა, მევენახეობა და მეფუტკრეობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები