ახალი ამბები
გორის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგებს საუკეთესო დამრიგებლის სტატუსი მიანიჭეს
გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებს Smart Competition-მა საუკეთესო დამრიგებელების სტატუსი მიანიჭა.

საუკეთესო დამრიგებლის სტატუსის მქონე პედაგოგები გახდნენ - თეონა ნასყიდაშვილი, ვალენტინა ჩერქეზიშვილი და ნინო ოქროპირიძე.

,,„სმარტ“ მოსწავლეთა კლუბის პროექტის ფარგლებში გამოჩენილი აქტიურობისათვის, სანიმუშო საქმიანობისათვის და თავიანთ სადამრიგებლო კლასებზე გაწეული ამაგისათვის, მასზედ, რომ ისინი ზრუნავენ თავიანთი მოსწავლეების სწავლისა და განვითარების პროცესებზე და მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი არასასკოლო აქტივობებში მიენიჭათ საუკეთესო დამრიგებელების სტატუსი." - აღნიშნულია სიგელში.

მასწავლებლები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სერტიფიკატებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები