ახალი ამბები
გორის მერი გორის უნივერსიტეტში

 

2014 წლის 18 ნოემბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ქალაქის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე, ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრას ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძეც დაესწრნენ.

 

სტუდენტებთან შეხვედრაზე ქალაქის მერმა, ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სტუდენტთა ჩართულობაზე, 2015 წლის ბიუჯეტში ახალგაზრდული პროექტების  შეტანაზე ისაუბრა.

 

მერის მრჩევლის შალვა ტლაშაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ქალაქის მასშტაბით, სამ ტერიტორიულ მონაკვეთზე WiFi- სისტემის ინსტალაცია მოხდება. მერიის წარმომადგენლებმა, უსადენო ინტერნეტის დასამონტაჯებლად, ადგილების შერჩევის პროცესში სტუდენტებს მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. 


შეხვედრაზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ სტუდენტებს „მერის სათათბირო ორგანოს -ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების“ ინიციატივა გააცნო. პროექტი - „მერის სათათბირო ორგანოს -ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ გულისხმობს , საქართველოს ხუთ ქალაქში-გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში -ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის.

 

სტუდენტები დაინტერსდნენ ახალ ბაღის ტერიტორიით. მერის განცხადებით, ტერიტორიის ნაწილი საფეხბურთო სკოლას უკავია. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება, საფეხბურთო სკოლა მას ფუნქციონირებისთვის გამოიყენებს. ახალბაღში გამოთავისუფლებული ტერიტორია კი -  სავარაუდოდ, საკრეაციო ზონას დაიბრუნებს.

 

შეხვედრაზე გაიჟღერა ასევე ისტორიული ძეგლის, ერეკლეს აბანოს საკითხმა, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით, ამჟამად, გაურკეველია, მისი მესაკუთრის  ვინაობა. გორის მერი ამ საკითხის გარკვევას დაპირდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები