ახალი ამბები
გორი და ,,ფრანგული“ კაფეები
ქალაქ გორში, თანაც უმრავლესობა სტალინის გამზირზე, ის კაფეები და რესტორნები მომრავლდა, რომლებიც ფრანგულ სახელებს ატარებს. ზოგიერთი მათგანი დიდი ხანია არსებობს, თუმცა, - წლების წინ, სხვა სახელწოდებებით.

მეტი რომანტიულობის მიზნით, მეპატრონეებმა კაფეებს ახალი სახელები მიანიჭეს. ქვემოთ ჩამოთვლილ ფრანგულსახელებიან კაფეებს შორის აღარ არის ,,შარდენი", რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ქალაქში. თუმცა, მის გარდა, გორში სხვა ფრანგულსახელებიანი კაფეებია.

სერვისების მიმღებნი ფიქრობენ, რომ ევროპული სახელების მინიჭების ტენდენცია მას შემდეგ გამოიკვეთა რაც გორის მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობამ იმატა.  გორის ტურიზმის სააგენტოს ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე  მუნიციპალიტეტს 106 538 ტურისტი და ვიზიტორი ეწვია.

კაფე Café 22



მაგალითად, ყოფილ ნამცხვრის სახლს დღეს  (Café 22) ჰქვია. ეს ორიგინალური სახელი მისმა მეპატრონემ მოიფიქრა, რომელიც ქუჩის ნუმერაციასთანაცაა დაკავშირებული. ,,ქეფეი 22“ მდებარეობს სტალინის გამზირზე, #22-ში.


კაფე ,,Champs - Elysees"




სტალინის #13-ში მდებარეობს ,,შანზელიზე“, რომელსაც მანამდე ,,ყავის სახლი“ ერქვა. 






ამავე მისამართზე მდებარეობს კაფე ,,ფლორა" (De Flore). ერთი წლის წინ, ამ ფართში სწრაფი კვების ობიექტი ფუნქციონირებდა.


კაფე ,,Joseph"



სტალინის 11-ში მდებარეობს ,,ჟოზეფი“ (Joseph), რომელიც  იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახელთანაა დაკავშირებით. მანამდე ამ ობიექტს ,,სპორტ-კაფე“ ერქვა. ,,ჟოზეფი“ 2018 წლის 26 მაისს გაიხსნება.


კაფე ,,L'avenue"



სტალინის #24-ში მდებარეობს კაფე ,,ლავენუე" (L'avenue), სადაც ასევე წლების წინ კვების ობიექტი იყო განთავსებული და სხვა სახელს ატარებდა.


კაფე ,,favour"



წერეთლის ქუჩაზე გაიხსნა კაფე ,,ფავორი“ (favour). მანამდე, აქ მწერალთა სახლი იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები