ახალი ამბები
26 მაისისთვის გორში ქართული ესტრადის ვარკვლავებს ელოდებიან
გორში საქართველოს დემოუკიდებლობის 100-წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, საესტრადო კონცერტი საღამოს 19:40 სთ-დან დაიწყება, სადაც მონაწილეობას შემდეგი მომღერლები მიიღებენ: ოთო ნემსაძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე და ნიკოლ–შოუ.

საზეიმო კონცერტში ,,ალილოც" ჩაერთვება. კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მისალოცი სიტყვით გახსნიან.

საზეიმო ღონისძიებები ქალაქში დილის 12 საათიდან დაიწყება. მას ანსამბლი ,,გორი" გახსნის, რომლის წევრები სპეციალურად 26 მაისისთვის კლიპს ამზადებენ. შემდეგ მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის პრეზენტაციას მოაწყობს.

14:30 სთ-იდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ქორეოგრაფიული ფესტივალია დაგეგმილი. ის ანსამბლ ,,ნართების" და ანსამბლ ,,გორის" ერთობლივი კონცერტით 16 საათიდან გაგრძელდება.

16:00 სთ-დან 19:30 სთ–მდე ენერგეტიკის სამინისტრო სპეციალურად მომზადებული ღონისძიებებით წარსდგება. ყოველივე ამის შემდეგ კი, ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით დაიწყება კონცერტი. ის 21 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები