გორს მშვიდობის მსოფლიო ველომარათონის მონაწილე ეწვია
18:13 / 23.05.2018
ამ წუთებში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში ველომოყვარულები
ნოდარ ბერიძეს დახვდნენ.
გორის ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლის ცნობით, ქალაქი
ოფიციალურად შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი
მიძღვნილ "მშვიდობის მსოფლიო ველომარათონს -
ვლადივოსტოკი-ლისაბონი-თბილისი".
ნოდარ ბერიძე ლეგენდარული ჯუმბერ ლეჟავას გზის გამგრძელებლია. ის
ადგილობრივ ველომოყვარულებთან ერთად ქალაქში მსვლელობას მოაწყობს.
სტატიის გამოყენების პირობები