ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი ელიტ კლუბში გორის საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა
შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გორის საზოგადო მოღვაწეებს შეხვდა. შეხვედრა ელიტ-კლუბ ,,ვარდისუბანში" შედგა, სადაც მეცნიერებები, მუსიკოსები, ისტორიკოსები ა.შ. წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გორის თავადაზნაურთა საკრებულოს საპატიო თავმჯდომარის, ნუგზარ მაჭავარიანის თქმით, საუბარი გორისთვის საჭირბოროტო საკითხეებს შეეხო. ,,ვარდისუბანი", სწორედ, ნუგზარ მაჭავარიანის სარდაფში მდებარეობს.

დაგეგმილია მორიგი შეხვედრის გამართვა, სადაც, პირველ შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საკუთარი მოსაზრებები გახდება ცნობილი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები