ახალი ამბები
გორის სპორტულ სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექცია გაიხსნება
გორის მერიის გადაწყვეტილებით, სპორტულ სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექცია გაიხსნება. ამის თაობაზე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სკოლას 5 მაგიდა თავისი ატრიბუტებით გადაეცემა.

,,უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, სპორტულ სკოლასთან ერთად, ჩემპიონატის ჩატარებას. იცით, რომ ქალაქში მხოლოდ კერძო დაწესებულებებულია მაგიდის ჩოგბურთის, ამიტომ, დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, რაც მაგალითად, ქირის გადახდას გულისხმობს. გადავწყვიტეთ სპორტსკოლა შესაბამისი ინვენტარით აღვჭურვოთ," - განაცხადა მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია მდინარაძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები