ახალი ამბები
კასპის ,,აგურებში“ პოლიციელებმა ახალგაზრდებს სცემეს
კასპის პოლიციის თანამშრომლებს ადგილობრივი მცხოვრებნი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. რამდენიმე ახალგაზრდას სხეულზე, მათ შორის, სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. ამავე დროს, ,,მედალფას“ კლინიკას, საკუთარი ნებით, ორმა პოლიციელმა მიმართა. პოლიციელებმა ექიმებს განუცხადეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რესტორანში მიაყენეს.

ფაქტის შესახებ კასპში მცხოვრები ანა ფსუტური შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა. მისი თქმით, სამართალდაცმველების მხრიდან, ახალგაზრდებზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოველდღიურად აქვს ადგილი.

დაპირისპირების ბოლო ფაქტი რესტორან ,,აგურებში“ მოხდა. ახალგაზრდებთან სუფრაზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პირები მივიდნენ. ისინი პოლიციელები აღმოჩნდნენ. 

მხარეებს შორის ჩხუბი დაიწყო, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. პოლიციამ იარაღი გამოიყენა და ჰაერშიც გაისროლა.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვის მიზნით, სამმართველოში რამდენიმე პირი დაიბარეს. პოლიციის წინ შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლის კადრებს ტ/კ ,,თრიალეთი" ავრცელებს, სამმართველოს უფროსის გადადგომა მოითხოვეს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები