ახალი ამბები
ელექტროენერგიის შეწყვეტას ენგურჰესის ავარიულ გათიშვას უკავშირებენ
დღეს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

,,ამ დროისთვის ქ. თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. რეგიონების ჩართვა ხორციელდება ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები