ახალი ამბები
გორის ცენტრში მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის მაკეტს ამზადებენ
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც მიიღებენ.

ამის დასტურად, გორის ცენტრში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მაკეტს ამონტაჟებენ.

ანძის იმიტაცია საქართველოში ენერგოსისტემის და ენერგომომარაგების გაუმჯობესების ფაქტის წარმოჩინებას ისახავს მიზნად- . ასეთია ორგანიზატორების ჩანაფიქრი.

სამუშაოებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები აწარმოებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები