ახალი ამბები
ნიგოზას, შავშვების, წითელუბნისა და არეშფერანის მოსწავლეებმა ოსური ენის დღე აღნიშნეს
ქართულ-ოსური სოფლებიდან, ოსური ენის დღის აღსანიშნავად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფისში, თბილისში შეიკრიბნენ. ნიგოზას, შავშვების, წითელუბნის, კოდას და არეშფერანის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

კონკურსი ჩატარდა შემდეგ სექციებში: მხატვრული კითხვა; კარნახით წერა (ოსური ტექსტი); ოსურ ენაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი, ნოველა და სხვ.); მოკლე ტექსტის თარგმნა (ქართულიდან – ოსურად, ან – პირიქით); ცეკვა, სიმღერა.

კონკურსში მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით.

დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციასთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების ინიციატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო.


იხ. ამავე თემაზე:

ოსური ენის გაკვეთილი ნიგოზას საჯარო სკოლაში

Print

სტატიის გამოყენების პირობები