ახალი ამბები
კასპში პოლიციელების წინააღმდეგ ახალგაზრდებმა გენინსპექციას ჩვენებები არ მისცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კასპში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო.

ბოლო დღეებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კასპის ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე საუბრობდნენ.

გამოიკითხა კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და გენინსპექციამ დაადგინა, რომ დაგინდა, რომ პოლიციელთა ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არ იკვეთება. ასევე გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტები ვერ დაასახელეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ უარი განაცხადეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.

22 მაისს კასპში საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ადგილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კასპის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იხ. ამავე თემაზე:

კასპის ,,აგურებში“ პოლიციელებმა ახალგაზრდებს სცემეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები