ახალი ამბები
ერგნეთში მოსწავლეთა რაოდენობა 10 წლის წინანდელ მონაცემს მიუახლოვდა
წელს, ერგნეთის საჯარო სკოლა 14-მა მოსწავლემ დაამთავრა. ბოლო ზარზე კურსდამთავრებულებს გორის უნივერსიტეტთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა და სტუდია ,,იბერიას" მომღერლებმა მიულოცეს.

სკოლის დირექტორის, მედეა ტრამაკიძის განცხადებით, ასეთი ზეიმი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სკოლის ეზოში არ გამართულა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. ომამადე, სკოლაში 70 მოსწავლე ირიცხებოდა. ათი წლის შემდეგ, ყოველწლიური ზრდის გამო, მოსწავლეთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია.

2008 წლის ომის შედეგად სასწავლებელი დაზიანდა. იქ რუს სამხედროებს შტაბი ჰქონდათ განთავსებული. მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. სკოლის აღდგენა ომის დამთავრებიდან, რამდენიმე დღეში დაიწყო.

,,ომის შემდეგ სკოლა გავხსენით 2008 წლის 23 დეკემბერს. იმ წელს სულ 23 მოსწავლე გვყავდა სკოლაში. წელს კი, - 67 მოსწავლე. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, როდესაც გავიხსენებთ, რომ ამ პატარა სოფელში ომამდე 70 მოსწავლე გვყავდა." - აცხადებს მედეა ტრამაკიძე. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები