ახალი ამბები
,,ნართები" და ,,გორი" - 26 მაისი
სახელმწიფო ანსამბლ ,,ნართების" წარმომადგენლებმა, დევნილთა დასახლებებში დაარსებულ ქორეოგრაფიულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორის მთავარ მოედანზე აღნიშნეს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, გორელებს, ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ ხუბაევის ხელმძღვანელობით, ქართული და ოსური ცეკვები წარუდგინეს.

ღონისძიება ანსამბლმა ,,გორი" გახსნა, რომლის შემდეგ მასპინძლებმა შემდეგ სცენა სტუმრებს დაუთმეს. კარალეთის დევნილთა დასახლების გუნდმა ,,ქველი" ოსური ხალხური ცეკვა ,,სიმდი" იცეკვა, შემდეგ - ქართული ,,დაისით" ატენის ,,გედურა" ჩაენაცვლა.

ომარ ხუბაევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, შეისწავლონ ხალხური ცეკვები და სიმღერები.

,,ჩვენი ადმინიტრაცია ძალიან ზრუნავს დევნილი ბავშვებისთვის, შეიქმნა ანსამბლები, რომლებიც დღეს არიან წარმომადგენელბი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გორის მერიამ, რომელმაც ხელი შეუწყო ამ არაჩვეულბრივ ღონისძიებას. სასიხარულოა ის ამბავი, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გორში გადმოვიდა. ამით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს." - ამბობს ომარ ხუბაევი.

როგორც ირკვევა, გარდა სახელმწიფო ანსამბლ ,,ნართებისა", რომელიც წელს 10-წლის ხდება, დევნილთა დასახლებებშიც (კარალეთი, შავშვები) შეიქმნა ქორეოგრაფიული ანსამბლები. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები