ახალი ამბები
გორიჯვართან ,,კაკლიანის" ტერიტორია გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაასუფთავეს
,,სტუდენტური დღეები 2018“-ს ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და CENN-ის ორგანიზებით, გაიმართა დასუფთავების აქცია და ლაშქრობა გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და გორის „მოლაშქრეთა კლუბის“ წევრებმა მიიღეს. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ ისინი დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით მოამარაგა.

კამპანია - ,,გარემოს გულისათვის ‘’ მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანია ხორციელდება CENN-ის WMTR II პროგრამის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები