ახალი ამბები
კვარხეთში 3 კმ მანძილზე ახალი ასფალტი დაიგება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან კვარხეთამდე ახალი ასფალტი დაიგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიაში 21 მაისს მიიღეს.

ადმინისტრაციის ცნობით, გზის საფარი დაახლოებით 3 კმ მანძილზე შეიცვლება. მოეწყობა სანიაღვრე არხებიც.

სამუშაოებისთვის, საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან, 985 ათასი ლარი გამოიყო. მშენებელი კომპანია ივნისში დაიწყებს მუშაობას.

პროექტის მიხედვით, კომპანიამ მერიას ახალი გზა სამუშაოების დაწყებიდან 5 თვის მერე უნდა ჩააბაროს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები