ახალი ამბები
გორელებს ტელეპათი ნინო გაფრინდაშვილი ,,ვარდისუბანში" მიიღებს
ცნობილი ქართველი ტელეპათი ნინო გაფრინდაშვილი მოქალაქეებს გორში არტ სარდაფ ,,ვარდისუბანში" მიიღებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ელიტ კლუბის ხელმძღვანელმა ნუგზარ მაჭავარიანმა განუცხადა.

მიჩნეულია, რომ ადამიანი დიდი საფრთხის, შიშის, უბედურების, ბედნიერებისა თუ სიხარულის ჟამს ავტომატურად გზავნის ტელეპათიურ შეტყობინებებს, რომელსაც, ძირითადად, ტელეპათები ან უახლოესი ადამიანები მანძილისა და დროის მიუხედავად გრძნობენ.

,,ერთდღიანი პროგრამა ითვალისწინებს: 1. აურის გაწმენდა ფსიქო-ფიზიკურ დონეზე. (ჯადოსა და წყევლის ჩათვლით); 2. ენერგიით შევსება-მატება. 3.ფსიქოლოგიური სტრესებისაგან განთავისუფლება. 4. თავისა და სხვა ტკივილების მოხსნა. 5. საჩუქრად თითოეულ პაციენტს- აწმყოს განსაზღვრა და მომავლის წინასწარმეტყველება, კონფიდენციალურად. უფრო სერიოზული პრობლემების მოგვარება მოხდება ინდივიდუალური გრაფიკით. ქალბატონი ნინოს ფენომენალური ნიჭი გამოკვლეულია და სერთიფიცირებულია აკადემიურ დონეზე-აღიარებული მეცნიერების მიერ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ მის ფენომენს ტელეგადაცემების და სხვა მედია საშუალებებით." - აღნიშნავს არტ სარდაფის წარმომადგენელი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გორი, სამეფო ქ. 40; ტელ: 577 73 40 38

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები