ახალი ამბები
ფინეთიდან 16 ჟურნალისტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ესტუმრა
ფინეთის ჟურნალისტთა კავშირის 16 წევრიანი დელეგაცია თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია.

დელეგაციის წევრებს მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შეხვდა და მათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნის ამოცანის უკეთ გასაცნობად, მისიის დამკვირვებლების მიერ განხორიელებული პატრულირების ადგილზე ნახვა შესთავაზა.

სტუმრებს გააცნეს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მისიის მანდატი, როგორ ხდება მისი განხორციელება და როგორია უკანასკნელი ტენდენციები. საუბარი ასევე შეეხო „ბორდერიზაციის“ ნეგატიურ გავლენას ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე.

მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ფიერონმა, შემდგომი დისკუსიისას, თვითაღიარებულ რეგიონებში უსაფრთხოების მდგომარეობის და მისიის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. გარდა ამისა, ისაუბრეს ადგილობრივი ფერმერების მიერ მიწის ხელმისაწვდომობა და ორ თვითაღიარებულ რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაკავებების შემთხვევები.

ფინელმა ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს მისიის საქმიანობისადმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებს მადლობა გადაუხადეს მანდატის განხორციელებისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ძალისხმევისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები