ახალი ამბები
მეგობრობის ხიდმა ,,ქართლოსმა” გორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

 

 

პროექტი ,,ახალგაზრდების გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში“ შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თემების განვითარებაში, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის გააზრებისთვის ხელსყრელი გარემოს შექმნა და ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების პროცესის წარმართვისთვის საჭირო განათლების გაღრმავება-განმტკიცების ხელის შეწყობა.


პროექტს ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი“ ახორციელებს European Endowment For Democracy-ის ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული თვითმართველობის წევრები დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, მოახდნენ საკუთარ თემში პრობლემების იდენტიფიცირებას და ამ პრობლემების ადვოკატირებას მუნიციპალიტეტის შესაბასამის სტრუქტურებთან, განახორციელებენ სოციალურ პროექტებს, რომელიც მხარს დაუჭერს რეგიონის განვითარებას.


ამ დროისთვის მეგობრობის ხიდს ,,ქართლოსს“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტთან (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური) გაფორმებული აქვს.

 

 

ფოტოები:

 

1. მემორანდუმის გაფორმება ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან

2. მემორანდუმის გაფორმება გორის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს თავმჯდომარესთან


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები