ახალი ამბები
გორში სახლის დემონტაჟის დროს ძველი მარნის ფრაგმენტები გამოჩნდა
ქალაქ გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს, ძველი მარნის ფრაგმენტები გამოჩნდა. გამვლელების ყურადღება თაღოვანმა კედლებმა, საშენ მასალად გამოყენებულმა ქვებმა და ქვევრებმა მიიქცია.

მშენებლების განცხადებით, სახლის ადგილზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, კომერციული ობიექტი აშენდება. ძველი სახლი ამილახვრების ყოფილი სასახლის სიახლოვეს იდგა.

ობიექტი გორის ისტორიულ უბანს ეკუთვნის. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, მის სახლში 22 ქვევრია შემონახული.

,,მე მეზობლად ვცხოვრობ და სახლი 70-იან წლებში ვიყიდე. დაბლა მარანში 22 ქვევრი დამხვდა. მართალია ჩემ სახლს ძველი იერსახე აღარ აქვს, როგორიც ვიყიდე, ისეთივეა, თუმცა როგორც ჩანს, ასეთი მარნების გაკეთების ტრადიცია არსებობდა" - აცხადებენ მეზობლები. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები