ახალი ამბები
აქციის მესამე დღე - მსვლელობა გორის ქუჩებში
მესამე დღეა, საღამოს 19 საათზე, გორის თეატრის ეზოს წინ, ახალგაზრდები იკრიბებიან და შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ საღამოს ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, უსამართლობის წინააღმდეგ, პოლიტიკოსების ნაცვლად, მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ. საპროტესტო მსვლელობა თეატრის სკვერიდან დაიწყო, გაგრძელდა ჯერ ჭავჭავაძის, სტალინის, შემდეგ კი, გურამიშვილის გამზირისკენ. ,,ახალბაღის" სკვერში შეკრებილ საზოგადოებას, ასევე, სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

,,შემოგვიერთდით, ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ჩვენ არ გვაინტერესებს ბინძური პოლიტიკა, ჩვენ არ გვჭირდები ბინძური ქულების დაწერა, ჩვენ გვინდა სამართლიანი საქართველო" - განაცხადეს აქციაზე.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები