ახალი ამბები
პარიზში ოსური კულტურის დღეები გაიმართება
საფრანგეთის დედაქლაქ პარიზში ოსური კულტურის დღეები: ,,ოსეთი გუშინ, დღეს, ხვალ" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანზაცია "Renaissaance Sandidzan" ავრცელებს. მისი ხელმძღვანელის, რადიონ ფუხაევის თქმით, კულტურის დღეებზე მხატვრების გამოფენა მოეწყობა.

,,სამწუხაროდ, ასეთი დღეების ჩატარება ლუქსემბურში გაუქმდა საქართველოს პროტესტის გამო." - აცხადებს რადიონ ფუხაევი. ის პარიზში ოსური დიასპორის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ელოდება. მისი ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის გარშემო ისაუბრებენ ჩრდილოეთ ოსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის განვითარების პერსპექტივებზე.

რადიონ ფუხაევი, რომელიც ევროპაში 16 წელია ცხოვრობს, ჯერ კიდევ, 2017 წელს აცხადებდა, რომ ევროპამ ოსეთი თავისი კულტურით უნდა გაიცნოს, რადგან, მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროპელთა აზრი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, არ შეცვლილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები