ახალი ამბები
გორის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში პენალტების სერიით დაიწყო (VIDEO)
2 ივნისს რაიონის ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში პირველი ეტაპის მატჩები ჩატარდა. შეხვედრები ქალაქ გორის ჭალისა და წმინდაწყლის მინი სტადიონებზე, ხოლო რაიონში - ზერტისა და ტყვიავის სტადიონებზე გაიმართა.

შემდგომ ეტაპზე გავიდნენ ატენის, სკრის, ცენტრის, მერიის, ტყვიავის, ძევერის, ტირძნისის, კომბინატის, წმინდაწყლის, ვარიანის, ზერტი(მეჯვრისხევის), ახრისისა და ხელთუბნის გუნდები.

2 ივნისის შედეგები ასეთია:

ხიდისთავი – ატენი 1:1 (პენ. 3:4),
სკრა – ქვახვრელი 0:0 (პენ 2:0),
სადგური – ცენტრი 0:0 (პენ. 1:2),
მერია – ხეობა 1:0.

დიცი – ტყვიავი 0:2,
ძევერა – კარალეთი 1:0,
მერეთი – ტირძნისი 2:4.

კომბინატი – ტინისხიდი 3:1
წმ. წყალი – ნიქოზი 2:1
შინდისი – ვარიანი 0:5.

ზერი(მეჯვრისხევი) - შავშვები 7:0
ახრისი - ზეღდულეთი 3:2
ხელთუბანი - ვერხვები 3:2

შეგახსენებთ, ,,გორი 2018"-ის თასის მოსაპოვებლად 20-მდე გუნდი იბრძვის, მათ შორის, როგორც ქალაქში, ასევე, სოფლებში დაკომპლექტებული გუნდები.

ფინალური შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ჩატარდება. გამარჯვებულ გუნდს ,,გორი 2018"-ის გარდამავალი თასი გადაეცემა.

,,ეს თასი საბოლოოდ დარჩება იმ გუნდს, რომელიც მომავალ ჩემპიონატებზე სამჯერ მოიპოვებს მას. აღნიშნული ტურნირი წელს იწყება და ტრადიციულ სახეს მიიღებს," - აღნიშნავს ვასილ ბალახაძე.

გარდა ამისა, ტურნირის მიმდინარეობისას გამოავლენენ საუკეთესო ფეხბურთელს, ბომბარდირს, მეკარეს, მაყურებელთა სიმპატიას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები