ახალი ამბები
იაშვილის კლინიკაში მცირეწლოვან პაციენტს ტეტანუსის დიაგნოზი დაუდგინდა
თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მცირეწლოვან პაციენტს ტეტანუსის დიაგნოზი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი" ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, დაავადების შესახებ შეტყობინება კლინიდან 2018 წლის 14 მაისს მიიღეს. იმ დღით კლინიკაში მცირეწლოვან პაციენტს ტეტანუსის საწინააღმდეგო ტრაქეოსტომიის მანიპულაცია ჩაუტარეს. ცენტრის ინფორმაციით, ბავშვს ამ სახის მანიპულაციის ჩატარება მხოლოდ ერთხელ დაჭირდა.

მედიკოსების ცნობით, დაავადება მძიმეა. ასეთ დროს, კუნთების დაჭიმულობა დაღმავალი თანმიმდევრობით ვრცელდება: კისერი, ზურგი, ქვედა კიდურები. სპაზმს არ განიცდის მხოლოდ მტევნისა და ტერფის კუნთები.

ავადმყოფი რკალისებურად იხრება. საწოლს მხოლოდ კეფითა და ქუსლებით ეყრდნობა. თავდაპირველად კუნთების სპაზმი რამდენიმე წამს გრძელდება და მოდუნებით იცვლება, მერე და მერე კი უფრო ინტენსიური, ძლიერი, ხანგრძლივი და დამღლელი ხდება. ავადმყოფი გონებას ბოლომდე არ კარგავს, განიცდის ძლიერ ტკივილსა და შიშს.

,,შინაგანი ორგანოების ფუნქციები ირღვევა და მათ სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. გამოხატული კლინიკური სურათი 2-4 კვირას გასტანს, მაგრამ სახსრების კონტრაქტურა და ნერვების დამბლა ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც კარგა ხანს ნარჩუნდება. დაავადება მძიმეა. სიკვდილიანობა, განსაკუთრებით -ახალშობილებში, 60%-ს აღწევს. ტეტანუსის ათიდან 8 შემთხვევა სწორედ ახალშობილებზე მოდის.“ - აღნიშნულია სამედიცინო ლიტერატურაში.

ტეტანუსს ჭრილობა იწვევს, სადაც მიკრობი დაბინძურებული გარემოდან ხვდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები