ახალი ამბები
ბაქოსთან მომხდარ ავარიის დროს ავტობუსში ხაშურელი მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ
ტურისტული მარშუტით მიმავალ ავტობუსში, რომელსაც ავარია ბაქოსთან მოუვიდა, ხაშურის მე-6 სკოლის კურსდამთავრებულებიც იმყოფებოდნენ. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულთა შორის, მათი მოსწავლეებიც იყვნენ.

,,საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ზოგს სახეზე ჰქონდა ნაჭდევები, ზოგს ძალიან მსუბუქი დაზიანება." - გვითხრეს სკოლაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ავარიის დროს, ავტობუსში გორის მე-3 სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, მიუხედავად შეფერხებისა, ტურისტულმა ჯგუფმა ექსკურსია წარმატებით გააგრძელა.

,,ყველანი კარგად არიან. მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ. ტრაილერი დაეჯახა მანქანას და შემდეგ ჩვენი ავტობუსისკენ წამოვიდა. გამოცდილი მძღოლი გვყავდა და გადაგვარჩინა. დაზარალებული მხოლოდ მძღოლია, რომელსაც ხელი აქვს მომტვრეული და დღეს გადმოიყვანენ საქართველოში. სხვა ტურის მონაწილეები და ბავშვები კარგად არიან და უკვე ექსკურსიას ვუტარებთ ბაქოში. ძალიან პოზიტიურად და მხიარულად გრძლდება მოგზაურობა" - აცხადებს გიორგი ბოკუჩავა, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, 1 ივნისს, დილით, საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავტობუსში სულ 54 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 20 აბიტურიენტი და 10 მშობელი. ინფორმაცია ავარიის შესახებ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.

ბაქოში ავარიის შემდეგ გორის მოსწავლეებმა ექსკურსია გააგრძელეს

ბაქოსთან ავარიაში გორის მე-3 სკოლის კურსდამთავრებულთა ავტობუსი მოყვა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები