ახალი ამბები
მზადება გიორგობის დღესასწაულისთვის

 

 „ მოგეხსენებათ, ორ დღეში გიორგობის დღესასწაულია. ბრწყინვალე დღესასწაულზე, მომლოცველებს ველოდებით საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან, ამიტომ ქალაქის მერიამ აუცილებლად მიიჩნია ტაძრამდე , როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით , მისასვლელი გზის დასუფთავება. აღნიშნულ პროცესში ქალაქის მერიის თანამშრომლებმაც მივიღეთ მონაწილეობა, რათა მრევლს სათანადო გარემო დავახვედროდ. წინასწარ, სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს“. - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ორთანეზაშვილმა.

 

გარდა ამისა 23 ნოემბერს 16:00 საათზე კომბინატის კულტურის სახლში ეთერ კაკულიას მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები ღებულობენ . ასოციაცია "ჯადოსნური ხმები" და ნეტ-ტელეკომპანია "ვარსკვლავები" stars.ge წარმოგიდგენთ.... გურამ ჯაში, ვახო ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე, ზურა ჩინჩალაძე, თემურ წიკლაური და სხვანი და სხვანი (ღონისძიების წამყვანი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე)

Print

სტატიის გამოყენების პირობები