ახალი ამბები
დირბის ეკლესიის წინამძღვარს ცხინვალიდან დღეს გაათავისუფლებენ
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები დირბის ეკლესიის წინამძღვარს დღეს საღამოს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ დირბში განუცხადეს.

ადგილობრივ მრევლს უკვე აცნობეს, რომ სასულიერო პირს, მამა იოანეს (ოხანაშვილი) 8 საათზე ერგნეთში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცემენ, შემდეგ კი, შიდა ქართლის სამხრეო პოლიციაში გადაყვანენ დასაკითხად.

სასულიერო პირი დღეს დილით გაუჩინარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დვანი-მუგუთის მიჯნაზე რუსეთის სამხედროებმა დააკავეს. დვანში მცხოვრები ვასილ მახაჭაშვილი ამბობს, რომ დირბის ეკლესიის წინამძღვარი დვანში დილის 7 საათზე ნახა. მღვდელმა მას წმ. გიორგის ეკლესიაში გაყოლა შესთავაზა.

გაირკვა, რომ მღვდელმა მობილური ტელეფონიც და მანქანაც დირბში დატოვა, ფეხით კი, დვანისკენ გაემგზავრა.

ფოტოებზე:

1. ფოტოზე - დირბის ეკლესიის შესასვლელთან სასულიერო პირის მანქანა დგას, მე-2 ფოტოზე, მაგიდაზე დატოვებული მობილური ტელეფონი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები