ახალი ამბები
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მოსავლის დაზღვევას აქტიურად აგრძელებს
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მოსავლის დაზღვევას აქტიურად აგრძელებს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მეხუთე ეტაპი ფერმერებს გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს სთავაზობს. ყველა ფერმერს, ვინც მაქსიმუმ 5 ჰექტარი ფართობის და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტარი ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან:  სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსის შემთხვევაში)

აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70 %ს სახელმწიფო დაუფინანსებს. სუბსიდირება 50% -ს შეადგენს ვაზის დაზღვევის შემთხვევაში.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი კარტოფილი დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 15,00 ლარია, ფერმერს 382 ლარის გადახდა მოუწევს. სადაზღვევო პრემიის დანარჩენ ნაწილს 892 ლარს სახელმწიფო ანაზღაურებს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ვაშლის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 25,000 ლარია, ფერმერს 600 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს 1400 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ვენახის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 10 ტონა რქაწითელის ჯიშის პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 8,000 ლარია, ფერმერს 340 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს 340 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს
.


აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი კულტურების დაზღვევაა შესაძებელი: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები ხეხილი, ციტრუსი თეთრ ყურძნიანი და წითელ ყურძნიანი ვაზის ჯიშები.

ს
ადაზღვევო კომპანია ალდაგი ფერმერებს საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ალდაგის ოფისები, საქართველოს ცხრა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, გორში, მარნეულში, წალკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში მოემსახურება მომხმარებლებს.

2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 10 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა ფერმერებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები